მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: მსჯავრდებულთა შეწყალების მოტივები
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი და პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
„აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება შეწყალების კომისიის მუშაობის ეფექტურობას განიხილავს.
სტუმრები: სოფო ხორგუანი, ლია მუხაშავრია, ბაია პატარაია, რატი იონათამიშვილი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
გადაცემას ნინა ხელაძე უძღვება.