“კრავთა დუმილის” გმირს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს [Photo/Video]

ამერიკელ მსახიობს, ჯოდი ფოსტერს, რომელმაც ცნობილ ფილმ “კრავთა დუმილში” ითამაშა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, – გვაცნობებს The Star Online.

ჯოდი ფოსტერის ვარსკვლავი, კინოსა და მუსიკის მოღვაწეთა მიერ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, უკვე რიგით 2580-ეა.

გამოცემის ინფორმაციით, ფოსტერი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმებში: “კრავთა დუმილი” და “ბრალდებული” “ოსკარით” ორჯერ დაჯილდოვდა. მსახიობმა პირველი როლი 1970 წელს სატელევიზიო ფილმში „Menace on the Mountain“ ითამაშა, რომელსაც კიდევ რამდენიმე ნამუშევარი მოჰყვა. ფოსტერს დიდი წარმატება 1976 წელს კინოფილმში “ტაქსის მძღოლი” მოზარდი მეძავის როლმა მოუტანა, რომელიც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციით ოსკარზე იყო წარდგენილი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34679″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button