მნიშვნელოვანი
გარემოს დაცვის კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევებს ჩაატარებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას ინიციატივით, საკომიტეტო მოკვლევის დაწყება იგეგმება, რომელიც თავისი შინაარსით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მსგავსი იქნება.
ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პირველი საკითხი, რომელიც კომიტეტმა შეარჩია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა.
კომიტეტი გეგმავს, საკითხის ირგვლივ დეტალური ცნობები მოიძიოს და მუშაობის დასრულების შემდეგ, შესაბამის დასკვნა დადოს.
მოისმინეთ ზაზა ხუციშვილის ხმა.