პანკისელები ევროპიდან დაბრუნებული ხეობის მცხოვრებლების საქართველოში შემოშვებას ითხოვენ
სოფელ დუისში შეკრებილი მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და ქუთაისის აეროპორტში, მცირეწლოვან შვილთან ერთად სამი დღის განმავლობაში შეყოვნებული, პანკისის მკვიდრი 23 წლის ქალის თაობაზე, განმარტებას ითხოვს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, წარმოშობით პანკისის ხეობის მკვიდრი, ლეილა ქავთაროვა, საქართველოში საფრანგეთიდან ქმართან ერთად ბრუნდებოდა, თუმცა ის, დღემდე აეროპორტშია შეჩერებული.
„თითქმის ერთი წელია, ეს პრობლემა წაოუშვა. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ. მიზეზი არ ვიცით და არც არავინ გვაძლევს განმარტებას. ლეილა მესამე დღეა, მცირეწლოვან შვილთან ერთად აეროპორტშია შეჩერებული. მივმართავთ ხელისუფლებას, შემოუშვან ქალი ქვეყანაში. ხეობიდან ძალიან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნების დროს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს – ამბობენ აქციის მონაწილეები.
23 წლის ლეილა ქავთაროვა წარმოშობით პანკისის ხეობის მკვიდრია, თუმცა, ამ დროისათვის ის, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა.
პანკისელები პრობლემის გადასაწყვეტად, საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვენ.