მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია პარლამენტთან-20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის მიღებას აქტივისტები აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ, ისინი მესამე მოსმენით პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს აპროტესტებენ.

ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონაწილეები და 20 ივნისს დაზრალებულები იმყოფებიან. სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ამნისტიის ამ შინაარსით მიღება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და პროტესტი გაგრძელდება..

პროტესტის პარალელურად პარლამენტში კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება, რაც დოკუმენტის კანონად ქცევის წინა ეტაპია.

აქციის მონაწილეებს, მათ შორის 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, სურდათ, პარლამენტის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე წარწერები გაეკეთებინათ, თუმცა მათ საღებავი პოლიციამ წაართვა.

პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button