მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის ველებში მეხუთე დღეა, 80 წლის მამაკაცს ეძებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანდაზმულს მეხსიერების პრობლემები აქვს. ის ბოლოს სოფელში , ცენტრალურ გზაზე ნახეს, თუმცა მას შემდეგ აღარ ჩანს.

მამაკაცი წარსულშიც რამდენჯერმე წავიდა სახლიდან, თუმცა ახლობლები მის პოვნას ახერხებდნენ.

ამჯერად ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, რადგან საკუთარი ძალებით დაკარგულს ვერსად მიაკვლია.

მამაკაცის ძებნის პროცესში სამართალდამცავები უკვე ჩაერთნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button