სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი უკან გაიტანა

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი სოსო ჯაჭვლიანმა უკან გაიტანა.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამეტის თავმჯდომარემ დავით უსფაშვილმა გააკეთა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კანოპროექტის ავტორს აღარ სურს მისი განხილვა და შესაბამისად პარლამეტნი ამ კანონპროექტის შესახებ მსჯელობას წყვეტს.

სამოქალაქო სექტორის მრავალი წარმომადგენლის მხრიდან მძაფრი შეფასებები მოჰყვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლებიც „პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე“ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ, 3 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საყვედურით განაცხადა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აპოკალიფსური სცენარი, თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე.

მისი თქმით, კანონპროექტის ავტორებს ეს მოტივაცია არ აქვთ, მათი სურვილია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების დაცვა.

ბოლო ინფორმაციით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი საერთოდ აღარ განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button