მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

ისინი წლებია დახმარებას ითხოვენ.

შეკრებილების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც , იქ ცხოვრება გაუსაძლისია .

მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

როგორც ისინი აცხადებენ, 6 თვის წინ მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 100-მდე გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს.

,,სამი წელია ერთდაიგივე მოთხოვნა გვაქვს და მთავრობა არ ასრულებს იმასაც, რასაც დაგვპირდა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა და განაცხდა ჩვენთან შეხვედრის დროს დააკმაყოფილეთ ეს ხალხიო. გავიდა მას შემდეგ 6 თვე და ჯერ არაფერი შეცვლილა. სპილენძის კონცენტრანტები ჩვენს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, დახლოებით 30 მეტრში ყრია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ტვირთვის შემოტანას , რომელიც ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის , თუ შეწყვიტავენ ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კომპესაციას. ყველა იპოვის თავის გზას და ეს 100 ოჯახი არ დაიხოცება,”- განაცხდა აქციის მონაწილე ვეფხვია გულედანმა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მათ სხვა პირობა წამოაყენეს და კომპენსაცია მოითხოვეს. მერის ინფორმაციით, აღნიშნულ მოთხოვნას ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემენ, რათა მისი მოგვარება მუნიციპლიტეტის ძალებს აღემატება.

,,ჩვენთვის დეტალურად ცნობილია ამ ადამიანების პრობლემები, არაერთხელ ვართ ნამყოფი მათთან. იცით, რომ პრემიერი დაჰპირდა მათ პრობლემის მოგვარებას გაიცა დავალებაც მთავრობის მეთაურის მხრიდან და გვარდება კიდეც ეს საკითხი – მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად მოხდება მშენებლობა. ის დაპირება რაც იყო შესრულდება დროულად. ჩვენ გქონდა ამ ადამინებთან შეთანხმება და სწორედ ეს მოთხოვნა ქონდათ მათ პრემიერთან შეხვედრის დროს და ამ პრობლემას მოვაგვარებთ უახლოეს პერიოდში,”- განაცხდა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button