მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია, სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით

სპორტდარბაზების გახნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციას პოლიტიკური მოძრაობა “გირჩიც” შეუერთდა.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ვარჯიში ჯანმრთელობაა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აკრძალვა უარეს შედეგებს მოიტანს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სპორტულ დარბაზებს მთავრობა გაუგებარ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, უკრძალავს საშხაპეებისა და კონდიციონერების გამოყენებას და დარბაზში 10 ადამიანზე მეტის დაშვებას:

“დარბაზს თუ გახსნით, ბანაობა არ შეიძლებაო და 10 კაცზე მეტი არ დაიშვებაო. კონდიციონერი გამორთულია, ვენტილაციას ვერ აკეთებ.” – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდიდან შეძლებს ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების აღდგენა შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმის მე-6 საფეხურზე უნდა მომხდარიყო, რომელიც სასტუმროების გახსნასაც ითვალისწინებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button