აქცია წალკის რაიონში

კომპანია “ბეხტელ ენკა”-ს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მათ კომპანიის შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები ხელფასის მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილზე დასაქმებულ წალკელებზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ ვიდრე კომპანიაში სამუშაოდ ჩასულ თანამშრომლებს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კომპანია “ბეხტელ ენკა” გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

გაფიცულები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობას მათ არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არც დაშლას აპირებენ და სამუშაოზე დაბრუნებაზეც უარს აცხადებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button