მნიშვნელოვანისაქართველო

აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ თვალი დაკარდა

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამის შესახებ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალში მიყვანილი 24 პაციენტიდან ოთხს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

რუსთაველის გამზირზე დაშავებულები იმყოფებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ალადაშვილის სახელობის კლინიკაშიც. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გვიან ღამით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ დაშავებული იყო 30-მდე სამოქალაქო პირი და 30-ზე მეტი სამართალდამცავი.

წყარო: რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button