“აქციაზე იყო ხალხი ვისაც სოფლის მეურნეობასთან შეხება არ აქვს”

“აქციაზე იყო ხალხი ვისაც სოფლის მეურნეობასთან საერთოდ შეხება არ აქვს”, – ეს განცხადება რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გააკეთა.

შიოლაშვილის თქმით, ის მევენახედ არ თვლის პირს, რომელსაც 20 და 25 მეასედზე აქვს ვენახი გაშენებული.

“გურჯაანში აქციაზე იმყოფებოდნენ ერთ-ერთი პარტიის, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებს, 10-15 კაციანი აქტივისტები. მათ აბსოლუტური განგაში ჰქონდათ გამოცხადებული და ძალიან ბევრ მათგანს სოფლის მეურნეობასთან შეხება არ ჰქონდა”, განაცხადა ირაკლი შოლაშვილმა თოქ-შოუ “თავისუფალ დროშ” ჩართვისას.

მეოთხე დღეა კახეთში აქციები იმართება. გლეხები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. გურჯაანში უკმაყოფილო ფერმერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ხელისუფლება ამბობს, რომ ფასს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არაფერი შეუძლია. მევენახეები პერმანენტული აქციებით და მსხმოიარე ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button