ოთარ დანელია ყურძნის ჩაბარების პროცესს ეცნობა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში იმყოფება და ყურძნის ჩაბარების პროცესს ღვინის ქარხნებში ეცნობა – ეს განცხადება რადიო “ჰერეთის” ღია ეთერში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გააკეთა.

შიოლაშვილის თქმით, “წელს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებაში ჯამში 60 მილიონ ლარს ხარჯავს და ამ თანხას მევენახეები მიიღებენ”.

შიოლაშვილის თქმით, “არცერთი კილოგრამი ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩებ”ა. გუბერნატორი ამბობს, რომ “რქაწითელზე 35 და საფერავზე 15 თეთრი სუბსიდია ნორმალური და მისაღებია”.

დღეს თოქ შოუ თავისუფალ დროში რთველი 2015-ზე საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button