“ჯერ საბოლოო ფასი არავინ იცის რა ეღირება ყურძენი”

“ჯერ საბოლოო ფასი არავინ იცის რა ეღირება ყურძენი”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღავნელმა რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში.

სამანიშვილის თქმით, “რეალურად მყიდველი გლეხთან ჯერ არ მისულა და არ უთქვამს რამდენად ჩაიბარებს ყურძენს, აქედან გამომდინარე ყურძის ფასზე პროტეტის გაუგებარია”.

“გურჯაანში აპროტესტებენ იმ ფასებს, რომელიც ჯერ არ დაფიქსირებულა. შესაძლოა ისინი გრძნობენ, რომ ფასი დაბალია, მაგრამ ჯერ მყიდველი რეალურად მევენახესთან არ მისულა. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა კომპანია საფერავი 1 ლარად ჩაიბარა, რასაც სუბსიდია დაემატა 15 თეთრი. მაგრამ ეს იყო საუკეთესო ყურძენი. რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა და შესაბამისად ქარხნებიც არ გააქტიურებულან. შტაბში 60 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელიც ყურძენს ჩაიბარებს. 20 კომპანიასთან კი სახელმწიფოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა და დაამატა, რომ ამ ეტაზე 17 ქარხანა მუშობს, მათ შორის ოთხი სახელმწიფო.

დღეს თოქ-შოუ “თავისუფალ დროში” “რთველი 2015”-ზე საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button