მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“აქციაზე სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა სხვა სიმბოლიკა არ დაიშვება”-ვარლამ გოლეთიანი

“ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა “სხვა სიმბოლიკა არ დაიშვება”. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, სხვა სიმბოლიკა შესაძლოა დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

ვარლამ გოლეთიანი ამ განცხადებით, დღეს 24 მაისს “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როცა სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს აქცია ლგბტქ სამკლავურის გამო დაატოვებინეს.

“ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას. ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე.

იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველა მოქალაქეს და ყველას აქვს უფლება, თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი. ამიტომ, ის დაპირისპირებები, რაც აქ ხდება, ძალადობის ნაწილში, ვემიჯნებით.

დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ”. – თქვა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტ სამკლაურის გამო, ჰომოფობიურმა ჰგუფებმა აქცია დაატოვებინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button