მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

„ნამოხვანჰესის“მოწინააღმდეგთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. გოლეთიანის თქმით, პრემიერის განცხადება თითქოს აქციის მონაწილეებს ქვეყნის 90 -იან წლებში დაბრუნება სურთ არაადეკვატურია

„ვაიპატრიოტიზმს მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ხელისუფლების შემთხვევაში უნდა განვიხილავდეთ, ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ. იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენატლური უფლებები. და ის რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ და ვცდილობთ იმ ფონზე თან, რომ აგორებულია ჩვენს მიმართ დიდი შავი პიარკამპანია რასაც ხელისუფლება უდგას თავად სათავეში და ასპონსორებენ ასობით ფეისბუკგვერდს ახლადშექმნილს, რომელიც მუშაობს ჩვენს გაშავებაზე პირდაპირ და ამ მოძრაობის რაღაც მარგინალურ ვექტორზე გადაყვანაზე. ვისი ფულია ეს, ეს ნამდვილად გასარკვევია და ფაქტია, რომ ხელისუფლების ფული ამაში იხარჯება“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს “ნამოხვაჰესის” მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, “ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია”.

“ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა… ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს დიალოგი… კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს… ულტიმატუმებით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12 საათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები უკვე დედაქალაქის პიკეტირებით იმუქრებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button