მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქციები პარლამენტთან

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით, მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. მათ აღნიშნეს, რომ გახარიასთან 20 ივნისის მოვლენების და დაუსჯელი სამართალდამცავების არსებობის შესახსენებლად მივიდნენ. ამასთან, აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყეს და ასფალტსა და რკინის ღობეებზე წითელი ხელების ნაკვალევი დატოვეს.

„როდესაც დღეს გიორგი გახარია პარლამენტში მოდის, უნდა იცოდეს, რომ მისი ხელები არის ახალგაზრდების სისხლით მოფენილი“. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოისმინეთ “შეცვალეს” აქტივისტების ხმები.

დღესვე, პრემიერის პარლამენტში მისვლამდე, შენობის წინ აქცია გამართა ორგანიზაციამ “მოძრაობა ხალხისთვის”. ანა დოლიძე და ორგანიზაციის სხვა წევრები გიორგი გახარიას მოუწოდებენ, ხალხის ხმა ისმინოს და ხალხის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს, რომლებიც, მათ შორის, პრემიერის ფეისბუქ-გვერდზეც მრავლად მოიპოვება.

მოისმინეთ ანა დოლიძის და “მოძრაობა ხალხისთვის” აქტივისტის ხმები.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური პარლამენტში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივიდა. იგი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button