მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ ვიცით, საით მიდის საქართველო”-ევროპარლამენტარი

საქართველოში მიმიდინარე მოვლენებს ერვოპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება. ის ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აინტერესებთ, რა არის “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი

„არ ვიცით, საით მიდის საქართველო. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი და გეგმა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი.

მარკეტა გრეგოროვა არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საარჩევნო რეფორმები არ ტარდება.

„ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა. მივიღებთ იმ სიტუაციას რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება”- განაცხადა ამერიკის ხმასტან ინტერვიუში მარკეტა გრეგოროვამ.

მარკეტა გრეგოროვას საქართველოს პრემიერ მინისტრის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები მისი „უფროსები“ არ არიან.

„მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ, კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ”- თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button