კახეთში კოვიდ სასტუმროები აღარ იმუშავებენ

კოვიდ სასტუმროები კახეთში აღარ იმუშავებენ. კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, თბილისის კოვიდ- სასტუმროებში გადაიყვანენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ- სასტუმროების დახურვა, პაციენტების სიმცირემ გამოიწვია.
” უკვე აღარ იყო საჭირო კოვიდ- სასტუმროების შენარჩუნება. მაგალითად, იანვრის თვეში, 7- 8 პაციენტი იყო მხოლოდ სასტუმროში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამის სურვილი და საჭიროება აქვს, 112- ს დაუკავშირდება და თბილისში გადაიყვანენ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, კახეთის რეგიონში, სამი კოვიდ- სასტუმრო ფუნქციონირებდა.
სასტუმროებში კოვიდ 19- ით დაავადებული მსუბუქი პაციენტები გადაჰყავდათ, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობაც უტარდებოდათ.
კოვიდ- სასტუმროებში გადაჰყავდათ ის პირებიც, რომლებსაც ორ კვირიანი თვითიზოლაცია სჭირდებოდათ