სპორტი

გორის „დილა“ მეკარემ დატოვა. ჩოჩიშვილიც წავიდა

გორულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ჩოჩიშვილი გუნდში აღარ ირიცხება.

ვინ იქნება გორის „დილას“ ახალი მეკარე? ეს კითხვა ისმის ქართული ფეხბურთის სამყაროში, რადგან მეორე მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს საიჯარო ვადა დაუმთავრდა და ახალი სეზონიდან პოლონეთის „იაგელონიას“ ღირსებას დაიცავს.

22 წლის გიორგი ჩოჩიშვილი კლუბ „საბურთალოს“ აღზრდილია და გამორიცხული არ არის, ის მშობლიურ გუნდს დაუბრუნდეს.

საბურთალოელთა ყოფილი მეკარე ლაზარე კუპატაძე ახლა უკვე ბათუმის „დინამოს“ კარის მცველია და შესაძლებელია ჩოჩიშვილს „საბურთალოს“ პირველი მეკარის სტატუსზე პრეტენზიაც კი გაუჩნდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button