სპორტი

ნიკოლოზ კვეკვესკირი უნგრეთში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერის გაგრძელებას უნგრეთში გეგმავს. მისი ახალი კლუბი სახელგანთქმული ბუდაპეშტის „ჰონვედი“ იქნება.

ამ ბოლო დროს ნიკა ყაზახურ კლუბ „ტობოლში“ თამაშობდა.

28 წლის საყრდენ ნახევარმცველს ამ დრომდე ნათამაშები აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: ზუგდიდის „ბაია“, თბილისის „დინამო“, „ცხინვალი“, გორის „დილა“, ბაქოს „ინტერი“ და „გაბალა“.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კვეკვესკირმა 25 მატჩი ჩაატარა.

უნგრეთის 14 -გზის ჩემპიონი „ჰონვედი“ ამჟამად 18 ქულით მეათე პოზიციაზეა და მას ადგილობრივი სპეციალისტი იშტვან პიშონტი თავკაცობს.

წარმატებებს ვუსურვებთ ნიკა კვეკვესკირს, როგორც ახალ ევროპულ კლუბში, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button