სპორტი

არაბეთის რბოლას ავარიებით, ჰემილტონი ლიდერობს#ფორმულა 1

საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართული ეტაპი ალბათ დიდ ხანს ემახსოვრებათ ფორმულა 1- ის ქომაგებს.

ავარიების გამო რბოლა ორჯერ შეწყდა.პირველად ეს ფერსტაპენის შემთხვევაში მოხდა.ის წინ გაიჭრა, მალევე გაჩერდა და ლიდერობა დათმო.

მეორე ეტაპზე ლუის ჰემილტონმა გასწრება მოახერხა.იქვე კონტრიერიში სცადა ფერსტაპენმა,მაგრამ წესები ისევ დაარღვია და 5 წამიანი ჯარიმა მიიღო.

ჰემილტონმა უპირატესობა იგრძნო, ფინიშამდე საუკეთესოდ იარა და ეტაპის გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა

ფინალური ეტაპის წინ საინტერესო მდგომარეობა შეიქმნა.ფერსტაპენს და ჰემილტონს თანაბარი 369,5 ქულა აქვთ და წლის გამარჯვებული მხოლოდ 10-12 დეკემბერს,აბუ- დაბის გრან- პრიზე გამოვლინდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button