სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა “არსენალს” მოაგებინა

ტულის “არსენალის” ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
“ხიმკისთან” თამაშის დროს ქართველმა თავდამსხმელმა 61-ე წუთზე გამოიჩინა თავი და მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა
დავითაშვილმა მატჩში ანგარიში გაათანაბრა,ხოლო 87-ე წუთზე ევანს კანგვას მიერ გატანილმა გოლმა არსენალს გამარჯვება მოუტანა.
2:1 ასე დასრულდა ეს შეხვედრა,სადაც ზურიკო დავითაშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური პრიზიც გადაეცა.
ტულის არსენალი რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
მომდევნო შეხვედრას დავითაშვილის კლუბი 11 დეკემბერს მოსკოვში გამართავს,სადაც “ცსკას” დაუპირისპირდება.