არასამთავრობოები პარტიებს დადგენილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. სარჩელს 30 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გაბათილებას ითხოვს, რაც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორი გეგმავს გაასაჩივროს ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ცესკოში გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლების რაოდენობა იზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს პარლამენტის დადგენილება თვითმმართველობის შესახებ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ რა ფორმით გაასაჩივრებენ პარლამენტის მიერ მიღებულ ნორმას, ამაზე კონსულტაციები გაიმართება. ოპოზიციურ პარტიებში თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით პარლამენტის მიღებულ კანონს, რეგიონების შესუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში თვლიან, არსებული კანონი ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიარდის ხარჯს იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button