კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

არასრულწლოვანის გაუპატიურება და ძალადობის ფაქტი კახეთში-დაკავებულია 2 პირი

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავში ორი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ- ერთ დაკავებულს, რომელიც 25 წლისაა, 15 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

ამბის შეტყობის შემდეგ, გოგონაზე რამდენჯერმე ფიზიკურად, 23 წლის ძმამ იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებულ პირს, 3 წლამდე, ხოლო 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, ბრალდებულს, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button