მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა აფხაზეთში და ბრძოლა კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აფხაზეთის ენერგეტიკა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია, — სისტემაში შექმნილ ვითარებას ასე აფასებენ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები. მათივე თქმით, ენერგოსფეროში აქამდე არსებულ მძიმე სიტუაციას ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგზე აკრძალვის მოხსნაც ემატება.

აფხაზეთში ამჟამად ბიტკოინების მოპოვება აკრძალულია. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ კანონის თანახმად, ბიტკოინების მოპოვება 2021 წლის პირველ ივნისამდე აიკრძალა.

აფხაზეთში კრიპტოვალუტა 2016 წლიდან ვითარდება. 2018 წელს მისი მოპოვება აკრძალეს, რადგან მაინინგმა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ადგილობრივ კომპანია “ჩერნომორენერგოში” არ მალავენ, რომ აფხაზეთში სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც კრიპტოვალუტის მაინინგი არ მიმდინარეობს. შედეგად, ელექტროენერგიის 30%-ს მაინერები მოიხმარნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმების მუშაობის აღსაკვეთად ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მათივე თქმით, ყოველკვირეულად ასობით ბიტკოინის მომპოვებელ აპარატს თიშავენ.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, უკვე გამორთულ მაინინგ ფერმების რეიდსაც ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button