მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კოვიდვაქცინით მხოლოდ 10 მედპერსონალი აიცრა

ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს, თელავში მხოლოდ ათი სამედიცინო პერსონალი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში მედიცინის მუშაკების მეტ აქტიურობას ელოდებიან.

” ერთი ფლაკონი ვაქცინა არის ათი ადამიანის სამყოფი. გუშინ გაიხარჯა მხოლოდ ერთი. ველოდებით, რომ ვაქცინაციის მსურველი ათი, ან ათის ჯერადი ვაქცინაციის მსურველი სამედიცინო პერსონალი შეგროვდეს და ფლაკონი ისე გავხსნათ, რომ დანაკარგი არ გვქონდეს. ჩვენი კოლეგების უფრო მეტად გააქტიურებასაც ველოდებით”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

სამედიცინო პერსონალს, დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა დაავდებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში შემოტანილი ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინის დოზა, ყველა მედიკოსისათვის საკმარისია და მას, კოლეგებისგან მეტის მოლოდინი აქვს.

ვაქცინაცია კახეთში 15 მარტს, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზა, რეგიონში, დაავადებათა კონტრილოს ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა გაიკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button