მნიშვნელოვანირეგიონი

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა

გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.
მამაკაცის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

” გიდასტურებთ, რომ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მე ვთვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა. სხდომები იყო დახურული,.ამიტომ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ”- განაცხადა გაბაიძემ.
საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა.

გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ელოდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაზარალებული გოგონა და მისი ოჯახი, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლო ჩვენებას აძლევდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცისათვის გოგონას ასაკი ცნობილი არ იყო და კავშირი მათ შორის, ნებაყოფლობით შედგა.

არასრულწლოვანმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად უმალავდა.

ინფორმაციას ბრალდებულის შესაძლო გამართლების შესახებ, რამდენიმე თვის წინ, დაზარალებული არასრულწლოვანის დედაც ადასტურებდა.

რადიო ჰერეთთან საუბარში, ის ამბობდა, რომ მისი შვილის ასაკის შესახებ, ბრალდებულისათვის ცნობილი არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button