მნიშვნელოვანირეგიონი

“გვინდა შემოდგომაზე მხარდაჭერის პროექტი გვქონდეს, რომელიც ქვეყანაში ხორბლის წარმოებას გაზრდის,”-შამუგია

“გვინდა შემოდგომაზე მხარდაჭერის პროექტი გვქონდეს, რომელიც ქვეყანაში ხორბლის წარმოებას გაზრდის,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა, რომლებმაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლეს.

„ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია. საუბარი გვქონდა ფერმერებთან, თუ რა საჭიროებები აქვთ და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ შემოდგომაზე კონკრეტული მხარდაჭერის პროექტი გვქონდეს, რომელიც ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და ჩვენი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის 70,9 მლნ ლარის 4,305 შეღავათიანი სესხია გაცემული.

პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა, 5,000 ლარიდან 100, 000 ლარამდეა განსაზღვრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button