მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია კახეთის რეგიონს ესტუმრება.
მინისტრი დღეს ხუთ მუნიციპალიტეტის ეწვევა და რეგიონის გუბერნატორთან ერთად, სოფლის მეურნეობის ობიექტებს დაათვალიერებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტში , ფერმერებთან გაიმართება და მინისტრი ხორბლის ნათესებსაც დაათვალიერებს.
ოთარ შამუგია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი ფერმერის ატმის ბაღს და
სამაცივრე მეურნეობას დათვალიერებს.

მთავრობის წევრი, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანიის „ჯი.ერ ვი“ ღვინის საწარმოს ესტუმრება და
თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button