მნიშვნელოვანისიახლეები

არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს იძულებით არის ჩამოყვანილი-ოცნება

ზეწოლას არავინ დაექვემდებარება, ამ ადამიანებს თუ დასცინით, არჩევნებზე მიიღებთ შედეგს-ოცნება

არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს ის იძულებით არის ჩამოყვანილი და თითქოს, მას საკუთარი აზრი არ გააჩნია, არავინ გაბედოს და არ მიაყენოს შეურაცხყოფა აქ ჩამოსულ რომელიმე მოქალაქეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით საყოველთაო-სახალხო შეკრება იმართება.
„კატეგორიულად მიუღებელია დღეს რაღაცნაირად დემონიზება ადამიანებისა, რომლებიც დედაქალაქში ჩამოდიან სხვა ქალაქებიდან, მთელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. არავინ გაბედოს და მიაყენოს შეურაცხყოფა აქ ჩამოსულ რომელიმე მოქალაქეს. ასეთი რამ არ ეკადრება პირველ რიგში პრეზიდენტს და მერე ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს და ვინმე აკეთებს ასეთ დასკვნებს, რომ საქართველოში დედაქალაქში მცხოვრებელს მეტი უფლება აქვს, ვიდრე სხვას. ასეთი რამის უფლება არავინ მისცეს თავს და გააკეთოს.
მეორე, არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, რომ თითქოს ის იძულებით არის ჩამოყვანილი და რომ თითქოს, მას საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს საკუთარი ღირებულებები. ეს არავინ გაბედოს და არც ერთ აქ მდგომ ადამიანს ასეთი რამ არ დააბრალოს. ეს არის უსინდისობა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რის მხარდასაჭერად ჩამოვიდა თბილისში და ზეწოლას არავინ დაექვემდებარება, მათ მიმართ დამცინავ მიდგომას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, დღეს საყოველთაო სახალხო შეკრებაზე თითოეული მოქალაქის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
“თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რაც საქართველოს აქვს ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორც ევროინტეგრაციის, ისე მშვიდობის, უსაფრთხოების დაცვის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. დღეს ჩვენ ერთად ვიდგებით თბილისში, რუსთაველზე, საქართველოს შუაგულში, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანობა და საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება, რაზეც ვმუშაობთ მოქალაქეებთან ერთად და რაც არის ჩვენი შვილების მომავალი.
ამიტომ, თითოეული მოქალაქის აქ ყოფნა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობები, ვისაც თავი მოაქვს, თითქოს მათ აქვთ მონოპოლია საქართველოში ჭეშმარიტებაზე, მოსაზრებაზე, შეფასებებზე, იყო პარტიზანული მივარდნები, გადაღებები რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, თითქოს თვითონ კარგად პასუხობენ ყველაფერს.
თითოეულმა ძალიან კარგად იცის, რის მხარდასაჭერად დგას, რის მხარდასაჭერად ჩამოვიდა თბილისში და ასეთი ტიპის ზეწოლას არავინ დაექვემდებარება. პოლიტიკოსები ვუპასუხებთ შეკითხვებს, თუნდაც ყველაზე ცინიკურ შეკითხვებს, მოქალაქეების მიმართ ასეთ ცინიკურ, დამცინავ მიდგომას არ დავუშვებთ. ამ ადამიანებს თუ დასცინით, არჩევნებზე მიიღებთ შედეგს, არჩევნებზე ნახავთ, რა მხარდაჭერა გაქვთ რეალურად. დღეს, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დგას იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, საქართველოს ევროპული მომავალი და რაც მთავარია, სიმართლის დაცვა. სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ჩვენს მხარეს, სადაც ხელისუფლება და საზოგადოება დღეს ერთად ვდგავართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეს ის ტრიადაა – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელთაგან ჩვენ არცერთზე, არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს და ამის ხმამაღლა სათქმელად ვართ დღეს აქ, რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქიდან და ყველა რეგიონიდან, ყველა ასაკის და ყველა პროფესიული წრის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი კულტურა და იდენტობა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე იმყოფება.
მისივე თქმით, ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს.
“ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს ჩვენს მამულზე, ენას ვიცავთ და დავიცავთ და რასაკვირველია სარწმუნოება – ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტი, რომელიც ვერავითარი სხვა სიტყვით თუ ფენომენით ვერ და არ ჩანაცვლდება. რა თქმა უნდა გზა ევროპისკენ, მაგრამ ამ გზაზე ღირსეულად სიარული, ისე რომ ჩვენ არ სამიდან არაფრის დათმობა მოგვიწიოს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის. მეორე მხარეს, პოლიტიკური ოპონენტები ვინც დგანან, ისე ხატავენ თითქოს, ეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა – ქართველობა, რწმენა, ენა, მამული, ევროპასთან შეუთავსებელია. ეს არის მორიგი სიცრუე და პროპაგანდა, მანიპულირებენ ქართველი ერის ბედით. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ქართველები ვართ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზას როგორც ეს აქამდე გავაკეთეთ, როცა უვიზო რეჟიმი მოვიპოვეთ, ამ ხელისუფლებამ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთი დავამარცხეთ მტკიცებულებების საფუძველზე და ამას რომ გავაგრძელებთ, ამის სათქმელად ვართ. ალბათ, დღეს და მომდევნო დღეებში ჩვენ დაგვცინებენ და გვეტყვიან, რომ არ გვაქვს ის ასაკი, რომელიც მათთვის მოსაწონია, რომ არ ვართ იმ გარეგნობის, რომელიც მათთვის მოსაწონია, რომ არ ვიცით უცხო ენები, რომელიც მათი აზრით უნდა ვიცოდეთ და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი ის, რაც არ აქვთ მათ, ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველები ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა.

“ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე “საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“.
“ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც არის სასიკეთო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის – ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარტია “ქართული ოცნების” მიერ დაორგანიზებულ საერთო სახალხო შეკრებას ახალი კოლონები შემოუერთდნენ როგორც რეგიონებიდან, ასევე – დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან.

შეკრების მონაწილეთა სლოგანებია “ენა, მამული, სარწმუნოება” და “ღირსებით ევროპისკენ”. შეკრებაზე მისული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button