არჩევნების გამო “კომენდატის საათი” 2 დღით მოიხსნა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 20 ნოემბერს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.
ახალი დადგენილება მთავრობამ, 19 ნოემბერს მიიღო. “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.
“დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.
დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება”, – განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.
მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადადგილება აიკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.