მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავს

“ალიბაბა და 40 ყაჩაღი 41 გამოდის”, “ხალხის ხმების ქურდები ციხეში – ამ ტრანსფარანტებით, გაერთიანებული ოპოზიცია, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავს.

მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის ცესკო და სასამართლო, დარჩათ მარტო ერთადერთი – ქუჩის გზა. ისინი მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ანა წითლიძის განცხადებით, მას სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ საოლქო კომისია ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მისთვის გაუგებარია, რას იცავენ მაშინ პოლიციელები. მან მოქალაქეებს საოლქო კომისიასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის საპროტესტო შეძახილები – “მონებო”, სტვენა და საყვირების ხმა.

ოპოზიცია ხვალ უკვე თბილისში, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგს და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button