არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა 22 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ოფიციალური გაცვლითი კურსით ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა და 2.70 ლარს გასცდა.

მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მთავრი ფინანსური ინსტიტუტის პრეზიდენტს მომავალ კვირას პარლამენტში იბარებს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დაგეგმილ სხდომაზე კობა გვენეტაძესთან კითხვები ექნება “ევროპულ საქართველოსაც”, თუმცა უმცირესობა კვლავ მიუთითებს პრობლემებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში და ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ გუნდს აკისრებს.

სპეციალისტების განცხადებით, ერონული ვალუტა გაუფასურების იმ ნიშნულზეა, როდესაც გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებაა.

ეკონომისტები მმართველ გუნდს ძირეული ცვლილებების განხორიციელებისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ლარის გაუფასურება გარკვეულწილად თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button