არჩევნების თარიღი არ შეიცვლება” – გიორგი კვირიკაშვილი [Video]

საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება თუ არა საარჩევნო კამპანიის დაწყების რიცხვი, პერმიერი არ აკონკრეტებს.

ამ საკითხზე მსჯელობით დაიწყო დღეს მთავრობის სხდომა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა თვეების განმავლობაში არ უნდა იყოს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს.

არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო თარიღი პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, სერიოზული მსჯელობის შედეგად შეირჩა. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას და ე.წ. მრიცხველის ჩართვას, პრემიერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.„გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. არავისთვის იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები. მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მემგონი კარგის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნების თარიღი ყოფილიყო 8 ოქტომბერი,“ – აღნიშნა პრემიერმა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა 7-8 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ არსებობს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Posted by Giorgi Kvirikashvili on 2016 წლის 7 აპრილი, ხუთშაბათი

მსგავსი პოსტები

Back to top button