ჩინელი ქალები ტანწერწეტობას კუპიურებით ზომავენ [Photo/video]

ახალმა ფლეშმობმა ჩინურ სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ქალები საკუთარ ტანწერწეტობას მაჯაზე შემოხვეული ბანკნოტით ამოწმებენ, – წერს გამოცემა Mashable.

ფლეშმობის მონაწილეები ტესტისთვის 100 ჩინურ იუანს იყენებენ, რომლის ზომა 155/77 მილიმეტრს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტი მაჯას მთლიანად შემოეხვია და პატარა ადგილიც არ დატოვა, ქალი ძალიან გამხდრად და ლამაზად ითვლება.

გამოწვევა ჩინურ სოციალურ ქსელში – Weibo-ში და ვიდეოსერვის Meipai-ში არნახულად ვირუსული გახდა. ზოგიერთი ქალი უფრო შორს წავიდა – მცირე ზომისა და სხვა ნომინალის კუპიურების გამოყენებას კი დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი აღნიშნული ფლეშმობს გმობს და არაბუნებრივი სიგამხდრისკენ მოწოდებად მიიჩნევს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32902″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button