ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი – მსოფლიო რეიტინგის სათავეში [Photo]

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) თავისუფალ ჭიდაობაში მარტში ჩატარებული შეჯიბრებების გათვალისწინებით, ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ერთი თვის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გაიმარჯვა და ყველაზე პრესტიჟული მძიმე წონის მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.

რიგაში ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილმა პირველივე შეხვედრაში მსოფლიოს 2-გზის მოქმედი ჩემპიონი ტაჰა აკგული დაამარცხა, რითაც თურქის მსოფლიო რეიტინგში 23-თვიანი ლიდერობა დაასრულა. ტაჰამ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57).

მათ გარდა რეიტინგში კიდევ 7 ქართველი შევიდა. დავით ტლაშაძემ (70) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ მე-13 ადგილიდან მე-6-ზე გადაინაცვლა. დავით მარსაგიშვილმა (86) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოპოვებით მე-17 დან მე-12-ზე გადავიდა.

ელიზბარ ოდიკაძე (97) და სანდრო ამინაშვილი (86) რეიტინგში მე-5 ადგილზე არიან, ზურაბ იაკობიშვილი (70) და ჯუმბერ ყველაშვილი (74) – მე-15 პოზიციას იკავებენ, ხოლო ბექა ლომთაძე (61) მე-17-ეა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32895″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button