ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ოზურგეთსა და წყალტუბოში ფიქსირდება

15:00 საათის მდგომარეობით ცესკოს მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 222 634 მოქალაქეა.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთსა და წყალტუბოში დაფიქსირდა. ოზურგეთში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47,3%-მა უკვე მიიღო, წყალტუბოში ამომრჩეველთა 47,2% -მა, ხოლო ხობში 40.5% ფიქსირდება. ყველაზე დაბალი კი მარტვილში 26,9% და ზუგდიდშია – 26.9%.

მსგავსი პოსტები

Back to top button