საოლქო საარჩევნო კომისიაში 46 საჩივარია შესული

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 46 საჩივარი შეტანილია.

მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.
საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად – აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად იქნა აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button