მნიშვნელოვანისაქართველო

არჩილ ტატუნაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 თვის თავზე ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის – ემპათიას მიერ მომზადებული დასკვნაა.

მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც ადვოკატების თქმით პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.

ტატუნაშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ მკვლელები დაისჯებიან.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 22 თებერვალს დაატყვევეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა ინფორმაცია გაავრცელა და გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. თბილისში ჩატარებული ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკი წამებით მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button