არგენტინაში დელფინის სიცოცხლე სელფის შეეწირა [Photo/Video]

არგენტინაში ტურისტების ჯგუფის მიერ სელფის გადაღებას დელფინის ნაშიერის სიცოცხლე შეეწირა, – იუწყება The Independent.

„ის ძალიან პატარა იყო და ნაპირისკენ გამოსცურა. ტურისტებს მისი დახმარება შეეძლოთ, ვინაიდან ის ჯერ კიდევ სუნთავდა. მაგრამ ღრმა წყალში შეყვანის ნაცლად, მათ დელფინი ამოიყვანეს და მასთან ერთად სურათების გადაღება დაიწყეს“, – განაცხადა თვითმხილველმა.

როგორც ტურისტებმა განაცხადეს, იმ დროს ცხოველი უკვე მკვდარი იყო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის სანაპიროზე მსგავსი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მაშინ დელფინის ნაშიერი ტურისტებთან სურათების გადაღების შემდეგ გაუწყლოებისგან დაიღუპა.

 

[print_gllr id=52254]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button