იაპონიაში სმარტფონი გამოუშვეს, რომელიც საპნით ირეცხება [Photo/Video]

იაპონურმა კომპანია Rafre Kyocera-მ სმარტფონი წარმოადგინა, რომლის გარეცხვა საპნითაა შესაძლებელი. აღნიშნული დევაისის გაყიდვა მიმდინარე წლის მარტში იგეგმება, – გვაცნობებს Android Headlines.

რეცხვად გაჯეტს 720 პიქსელის გაფართოების 5-დიუიმიანი ეკრანი გააჩნია, რაც თანამედროვე სმარტფონებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ტექნიკური მახასიათებელია. დანადგარის ფრონტალურ კამერას 5 მეგაპიქსელი გაფართოება აქვს, ხოლო ძირითადს – 13 მეგაპიქსელი.

Rafre Kyocera-ს წარმომადგენლის თქმით, ახალი დევაისის უშუალოდ საპნით გასუფთავება დაუშვებელია, იგი მხოლოდ ქაფით ირეცხება. ახალი გაჯეტის სასტარტო ფასი $460 იქნება.

 

[print_gllr id=52246]

მსგავსი პოსტები

Back to top button