ტრამპის განკარგულება და მასშტაბური აქციები აშშ-ში [პირდაპირი ჩართვა]

rusudan-wereteli
რუსუდან წერეთელი | ჟურნალისტი

შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის წინააღმდე მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ათი ათასობით ადამიანი ვაშინგტონის, ნიუ იორკის, ბოსტონისა და ფილადელფიის ქუჩებში დონალდ ტრამპის მიერ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ გამოვიდა.

დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, 90 დღით შეჩერდეს იმიგრაცია შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, მან განკარგულება გასცა, რომ 50 ათასამდე შემცირდეს ლტოლვილთა საერთო რაოდენობა, რომელთაც აშშ მთელი მსოფლიოდან მიიღებს მიმდინარე წელს.

თავად დონალდ ტრამპი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

პირდაპირ ეთერში გვერთვება რადიო “თბილისის” წარმომადგენელი ამერიკაში რუსუდან წერეთელი, რომელიც ამ თემაზე დეტალურად ისაუბრებს.

მოუსმინეთ ჩართვას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button