რეგიონი

ირაკლი კობახიძე კახეთში შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კახეთის რეგიონის ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდა.
შეხვედრა პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით შედგა.

უმრავლესობის წევრებს, ოცნების მხარდამჭერი და საზოგადოებრივად აქტიური ქალები ხვდებოდნენ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, რეგიონებში 11 შეხვედრა ჩატარდება.

” ვაგრძელებთ შეხვედრებს ქალთა ორგანიზაციების დაფუძნებასთან დაკავშირებით, თერთმეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდება , დაფუძნდება ქალთა ორგანიზაცია, ეროვნული კონფერენცია ჩატარდება, რომელიც აირჩევს ხელმძღვანელ ორგანოებს. რათქმა უნდა , არ გვინდა, რომ ამას ფორმალური ხასიათი ჰქონდეს, გვექნება ამბიციური გეგმები, რომელიც დაკავშირებული იქნება პროფესიულ განვითარებასთან, წინსვლას თან, იქნება პროექტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდება.ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ქალების ინტერესების რეალიზაციას და დაცვას”- განაცხადა კობახიძემ.

” ქართული ოცნების” თავმჯდომარის გარდა, რეგიონის საზოგადოებრივად აქტიური ქალებთან შეხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ნინო წილოსანი, გიორგი ვოლსკი და ირაკლი ქადაგიშვილიც ესწრებოდნენ.
შეხვედრები ქალებთან, სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button