
ამერიკელ პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს ფოტოგრაფი რობერტ ბარბერა უჩივის. როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, მუსიკოსმა ფოტოები სოციალურ ქსელში უნებართვოდ გამოაქვეყნა და ავტორს ჰონორარიც არ გადაუხადა.
არიანამ სურათები, ალბომის Sweetener გამოშვების დღეს გაავრცელა. ფოტოებმა ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

ფოტოგრაფი, მომღერლისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს. ინსტაგრამზე, მომღერალმა სურათები უკვე წაშალა. მას საჯაროდ ბრალდებებისთვის არ უპასუხია.