მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
არის თუ არა მოსალოდნელი კოვიდვითარების კიდევ გაუარესება
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ეპიდვითარება უკვე შესამჩნევად გაუარესებულია. მათი განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების დღიურმა რაოდენობამ პირველად მიაღწია სამნიშნა მაჩვენებელს – გამოვლინდა 1200-მდე ახალი ფაქტი. გარდაიცვალა 22 პაციენტი.
მკვეთრად შეიცვლილ სტატისტიკას ეპიდემიოლოგები ახალი შტამების სწრაფი გავრცელებით ხსნიან.
„ ახალი შტამები უფრო მაღალი გადამდებობით და გავრცელებით ხასიათდება, რაც დადასტურებული შემთხვევების მატების რისკს გაზრდის. რეგულაციების მოხსნაც გარკვეულწილად რისკის შემცველია,“- აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე.
ეპიდემიოლოგები ეპიდსიტუაციის გაუარესებას შემოდგომაზე ვარაუდობენ.