მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხანძარი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში-ცეცხლი მრავლწლოვან ხეებს უკიდია.

ხანძარი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში- ცეცხლი მრავლწლოვან ხეებს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, ნაკრძალის მრავალწლოვან ტყეში, მეხი ჩავარდა.

ხანძრის კერების წარმოშობაზე, იგივე ვარაუდი აქვს, ნაკრძალის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებსაც. ერთ- ერთი მათგანი განმარტავს, რომ ცეცხლი ტექნიკისთვის მიუვალ, მთიან ფერდობზეა გაჩენილი.

,, ერთი საათის წინ მოიღრუბლა, მოულოდნელად დაიგრუხუნა, ამის შემდეგ კვამლი შევამჩნიეთ. ვვარაუდობთ, რომ ხეს მეხი დაეცა. 31 წელია აქ მუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. სადაც ცეცხლია იქამდე ფეხით უნდა მივიდეთ. სამ კილომეტრე მეტი გზა გვაქვს გასავლელი”- განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია, დედოფლისწყაროს სახანძრო – სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ნაკრძალის წარმომადგენლებთან ერთად, ხანძრის ადგილისკენ მიდიან.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქის ზეგანზე მდებარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button