მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შარაბიძე იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს. ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თამარ ჟვანია წერს რომ ის მუშაობას კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, თუმცა რომელ ორგანიზაციაში, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.