დაკარგულთა მშობლებმა აქცია გამართეს [Audio/Photo]

12575760_1058924777480731_46353391_nლაგოდეხის ტყეში დაკარგული ახალგაზრდების მშობლებმა და ნათესავებმა აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებისგან დაკარგულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში ოჯახის წევრები რადიო “თბილისთან” საუბარში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

ოჯახები ასევე დაღესტანში დაკარგულთა პოვნის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაბამისი პირებისგან ახსნა განმარტებას ითხოვენ.

აქციაზე მისულები სამაშველო სამსახურთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთვქამენ.

დაკარგული ახალგაზრდების პოვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაადასტურა, თუმცა ეს ცნობა მოგვიანებით შს სამინისტრომ უარყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button