“არნოლდ შვარცენეგერი ხალხს აშინებდა” [Video]
ჰოლივუდის ვარსკვლავმა და კალიფორნიის ექს-გუბერნატორმა არლოლდ შვარცენეგერმა, მონაწილეობა სარეკლამო აქციაში მიიღო, რომელიც ტერმინატორის შესახებ ახალ მე-5 სერიას მიეძღვნა. აგრეთვე, შვარცენეგერი, საქველმოქმედო ფონდ All-Stars-ის ეგიდით, მოსწავლეების სკოლისგარე საქმიანობისთვის ფულს აგროვებს.
ტერმინატორად დაგრიმული მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა და გამვლელებს კიბორგის „კომპიუტერული“ ხმით ესაუბრებოდა. ხალხს არ სჯეროდა, რომ ნამდვილ „რკინის არნის“ ხედავდა, – გვატყობინებს გაზეთი The Mirror.
გათამაშებამ პიკს მადამ ტიუსოს ჰოლივუდურ მუზეუმში მიაღწია, სადაც შვარცენეგერმა ცვილის ფიგურის როლი გაითამაშა და მაშინ „ცოცხლდებოდა“, როცა ტურისტებს მასთან სურათის გადაღება სურდათ.
არნოლდ ალოის შვარცენეგერი (გერმ. Arnold Alois Schwarzenegger; დ. 30 ივლისი. 1947) — ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი კულტურისტი, მსახიობი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი 2003-2011 წლებში.
სახელი გაითქვა ფილმებით: „ბარბაროსი კონანი“ (Conan the Barbarian), „ტერმინატორი“, „მტაცებელი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“.